Loading...

შულავერის არქეოლოგიური პარკი

დესთინეიშენ კონსალტინგი

კოლიერსმა კურორტების განვითარების სააგენტოს დაკვეთით, გეოგრაფიკთან ერთად იმუშავა შულავერის ტურისტულ ცენტრად გადაქცევის ტექნიკურ-ეკონომკური მიზანშეწონილობის კვლევაზე. კვლევა მოიცავდა განვითარების კონცეფციის შემუშავებას, კულტურული მემკვიდრეობის გეგმას, არქეოლოგიური და სატრანზიტო ტერიტორიების გამოყოფასა და სოფელ შაუმიანში გასაშენიანებელი მიწების იდენტიფიცირებას. კოლიერსის გუნდმა წარადგინდა ფინანსურად მიზანშეწონილი განვითარების პროგრამა, დეტალურ ეკონომიკურ გეგმასთან და უკუგების ანალიზთან ერთად.

ტობა-ვარჩხილის ტბების ქოხების სისტემა

ეკონომიკური მიზანშეწონილობის ანალიზი

კოლიერსმა გეოგრაფიკთან ერთად ტობა-ვარჩხილის ტბების არეალში მოლაშქრეთათვის ღამის გასათევი ქოხების მიზანშეწონილობის კვლევაზე იმუშავა. პროექტის ფარგლებში გუნდმა დეტალურად მოიკვლია: ადგილმდებარეობა, რეგიონში და ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრიის მაჩვენებლები, შესადარისი ქეისები როგორც ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. კვლევის მიხედვით, მომზადდა ქოხების ტექნიკური მიზანშეწონილობის კვლევა, ქოხების ქსელის განვითარების კონცეფცია და კონცეფციის ფინანსური მაჩვენებლების 10 წლიანი მოდელირება.

რედისონ ქოლექშენი, წინანდლის მამული

ფინანსური მიზანშეწონილობის ანალიზი

კოლიერსმა კონსულტაცია გაუწია SilkRoad Group-ს შეთავაზებული სასტუმროსთვის ბაზრისა და ფინანსური მიზანშეწონილობის დასადგენად, რომელიც წინანდალში, კახეთის რაიონში, მდებარეობს. კოლიერსის გუნდმა ჩაატარა ლოკაციის დეტალური ანალიზი, მოიკვლია რეგიონალური სასტუმროების ბაზარი და დაამუშავა მისაღწევი მაჩვენებლების 10 წლიანი პროგნოზი შეთავაზებული დეველოპმენტისთვის.

სასტუმრო ბილტმორი თბილისი

უძრავი ქონების შეფასება

თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე მდებარე სასტუმრო ბილტმორ თბილისის შეფასება კოლიერსს ეკუთვნის. აღნიშნული პრემიუმ კლასის სასტუმრო შუშის პირველი ცათამბჯენია საქართველოში და კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შენობის სტატუსს ატარებს. 214 ნომრით, ხუთი კვების ობიექტით, ამფითეატრით, საკონფერენციო დარბაზებით, კაზინოთი და საოფისე ფართებით წარმოდგენილი სასტუმროს შესაფასებლად კოლიერსის ექსპერტებმა უძრავი და მოძრავი ქონების შეფასების დასკვნები და ინვენტარიზაციის რეპორტი მოამზადეს. ინვენტარიზაციის პროცესში მოხდა 11,300 აქტივის გამოვლენა, რომლებიც საბოლოოდ დახარისხდა და აღიწერა, უძრავი ქონების შეფასებისას კი კოლიერსმა შემოსავლების მეთოდი გამოიყენა, კონკრეტულად კი დისკონტირებული ფულადი ნაკადების ანალიზი. აღსანიშნავია, რომ შეფასების მიზანი ფინანსური ანგარიშგება იყო.

ისთ ფოინთის სავაჭრო ცენტრი

უძრავი ქონების შეფასება

ისთ ფოინთის შოპინგ ცენტრისა და გასართობი ქალაქის შეფასება კოლიერსმა განახორციელა. კომპლექსში მდებარე 150-ზე მეტი მაღაზიის, 20 რესტორნის, 3,500 კვადრატულ მეტრზე განლაგებული გასართობი პარკის, ბოულინგ ცენტრისა და IMAX-ის ეკრანით აღჭურვილი კინოთეატრის შესადასებლად კოლიერსის ექსპერტებმა დისკონტირებული შემოსავლების მეთოდი გამოიყენეს, და ქონების ზუსტი ღირებულება დაადგინეს ფინანსური ანგარიშგების მიზნებისთვის.

CH 64 ბიზნეს-ცენტრი

უძრავი ქონების შეფასება, სამშენებლო ზედამხედველობა

კოლიერსის გუნდმა სამშენებლო ზედამხედველობა გაუწია და შესაფასა ბიზნეს-ცენტრი CH 64, რომელიც NFPA-სგან აკრედიტირებული ბიზნეს ცენტრია და ცნობილია A კლასის ენერგოეფექუტრობითა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობით. ბიზნეს-ცენტრის მოიჯარეები არიან საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს შენობის სტრატეგიულ მნიშვნელობას. აღნიშნული აქტივის შეფასება ფინანსური ანგარიშგების მიზნისთვის, შემოსავლების მიდგომით განხორციელდა.

ლოპოტა სპა რეზორტი

უძრავი ქონების შეფასება, პროექტის მართვა

კახეთის რეგიონის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ერთ-ერთი უდიდესი კურორტის - ლოპოტა სპა რეზორტის პროექტის მართვაზე კოლიერსის გუნდმა იმუშავა. გარდა ამისა კოლიერსის შეფასების გუნდმა პროექტის ზუსტი ღირებულება განსაზღვრა. 311 ნომერიანი სასტუმროს, მისი ქართული, ევროპული და აზიური რესტორნების, სპა ცენტრის, შატოს, აკვაპარკის, ჯაზკლუბის, შეხვედრების ოთახების, საკონფერენციო დარბაზებისა და სარეკრეაციო სივრცების ზუსტი ღირებულება კოლიერსის გუნდმა შემოსავლების მეთოდით განსაზღვრა, რაც მიწის ნაკვეთის უზრუნველყოფას ემსახურებოდა.

ქინგ დეივიდის ბიზნეს ცენტრი

ექსკლუზიური საბროკერო სერვისი

საქართველოში პირველი ა კლასის ბიზნეს ცენტრის - ქინგ დევიდის რედეველოპმენტის კონცეფცია, საკუთრების მარკეტინგი და ბაზარზე წარდგენა კოლიერსის სახელს უკავშირდება. 12, 000კვ.მ-ზე განთავსებული 19 სართულიანი კომპლექსი კოლიერსის ექსკლუზიური საბროკერო მომსახურების შედეგად არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიების ადგილსამყოფელი გახდა. პროექტს გამორჩეულია ფუნქციური მიქსითაც, რომელიც კოლიერსის რედეველოპმენტის კონცეფციის მიხედვით შედგა. 100 დელეგატზე გათვლილი საკონფერეციო დარბაზი, საქმიანი შეხვედრების ოთახები, საკუთარი კაფეტერია, ტერასაზე არსებული ბარი, 18 სასტუმროს ნომერი, 300 კვ.მ ლობი/რეცეფცია, საკუთარი მიწისქვეშა ავტოსადომი, სპა და ფიტნეს ცენტრი და საცურაო აუზი ხედებით ის დამატებითი ბენეფიტებია რაც მომხმარებლის საჭიროებებს სრულად ერგება.

სუბურბანი

მიწის დეველოპმენტი

მომხმარებლისთვის სუბურბანული ცხოვრების ახალი, უნიკალური გამოცდილების შესაქმნელად კოლიერსმა დაბალი განაშენიანების საცხოვრებელი პროექტების სერია - სუბურბანი შექმნა. პროექტები თბილისსა და მის შემოგარენში ვითარდება, ქალაქის ხმაურისგან მოშორებით, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. სუბურბანული დასახლებების კონცეფცია მხოლოდ ფიზიკური ინფრასტრუქტურის შექმნით არ შემოიფარგლება და ურბანული კომფორტისთვის აუცილებელი სერვისების დანერგვასაც მოიაზრებს. დასახლებებში შენარჩუნებულია უბნის იდენტობა და სტილი, პროექტს კი მენეჯმენტს თავად კოლიერსი უწევს.

Recov.ge

დინამიური კვლევითი პლატფორმა

მომხმარებლებთან ჩვენი ანალიტიკის უფრო ახლოს მისატანად კოლიერსის გუნდმა დინამიური პლატფორმა - Recov.ge განავითარა. პლატფორმა ბაზრის სექტორულ კვლევებს აერთიანებს და უძრავი ქონებით დაინტერესებულ პირებს ცვალებად ბაზარზე ნავიგაციაში ეხმარება. recov.ge-ს მიზანია მოხმარებელს გაუმარტივოს ციფრულ სამყაროში ნავიგაცია, ტექნოლოგიების გამოყენებით შევიმუშაოთ მათზე მორგებული ინოვაციური გადაწყვეტები და საბოლოოდ დავეხმაროთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მიზნების განხორციელებაში.

სხვა პროექტები

ყველა